კორონავირუსით კიდევ 53 პაციენტი გარდაიცვალა | 4 ნოემბრის ეპიდვითარება

საქართველოში კორონავირუსის 5 206 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 648 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი.

ახალი შემთხვევებიდან  360 ქვემო ქართლში გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 48 615 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,71%, ბოლო 14 დღის – 9,34%, ბოლო შვიდი დღის – 9,77%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 738 171 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 678 288 გამოჯანმრთელდა, 10 238 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 1 990 501, დღიურად აცრილია – 3 469.

კარანტინის რეჟიმშია 37, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 648 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 159 პირი.