საქართველოში კორონავირუსის 5 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა | 16 ნოემბრის ეპიდვითარება

საქართველოში კორონავირუსის 5 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 785 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 83 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 52 834 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 37 227, „პისიარ“ ტესტით – 15 607.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,85%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 9,85%, ხოლო 7 დღის განმავლობაში – 9,25%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 791 115 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 727 184 გამოჯანმრთელდა, 11 140 კი, გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 791 115 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 727 184 გამოჯანმრთელდა, 11 140 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 057 216 აცრა, დღიურად აცრილია 8 224.