უკანონო თევზჭერის მიმართულებით კანონმდებლობა მკაცრდება. გარემოს დაცვის სამინისტროს ინიცირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობის სხდომაზე განიხილეს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შედის ცვლილებები, რომელთა შედეგი უკანონო თევზჭერის აღკვეთა და პრევენცია იქნება.
ახალი რედაქციით ყალიბდება სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლი (უკანონო თევზჭერა). ცვლილების მიზანია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით განხორციელებული თევზჭერა პირდაპირ დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლებრივ დანაშაულად.
მე-300 მუხლს სასჯელის ერთ-ერთ ფორმად ემატება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაც, რომელიც ჩაანაცვლებს ჯარიმას და გამასწორებელ სამუშაოს.
ვრცლად ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.









