უკანონო მშენებლობა ლეონიძის ქუჩაზე – დაჯარიმდა თუ არა კომპანია[ვიდეო]

ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობები მიმდინარეობს. TV4-ს ინფორმაცია ადგილობრივებმა მიაწოდეს.

“ქრონიკა” რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაუკავშირდა.

როგორც მუნიციპალიტეტის  მერიაში აცხადებენ, ორივე მშენებლობას ერთი კომპანია – შპს “ტაბა” ახორციელებს.

მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ საქმეზე ზედამხედველობის სამსახურმა საქმისწარმოება დაიწყო. კანონის თანახმად კომპანიას 6 ათას ლარიანი სანქცია ემუქრება. კანონის შესაბამისად, შესაძლებელია შენობების დემონტაჟიც განხორციელდეს.