TV4-ის ინფორმაციით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი თანამდებობას ტოვებს. ჩვენი ინფორმაციით, მხარის პირველი პირი საქმიანობას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროში გააგრძელებს.
როგორც TV4-მა გაარკვია, სახელმწიფო რწმუნებულის პოზიციაზე, სავარაუდოდ, შოთა რეხვიაშვილის მოადგილეს, გიორგი დოხტურიშვილს წარადგენენ.
შოთა რეხვიაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად 2018 წელს წარადგინეს.