“არის გარკვეული მოლოდინი და შეშფოთება, ხომ არ იქნება ნაკლებად ეფექტური ვაქცინა კორონავირუსის ახალი შტამის მიმართ. ჯერ ეს შტამი არ გამხდარა დომინანტი არც ერთ ქვეყანაში, ჯერ 99% ყველა შემთხვევების მოდის დელტაზე. ჯერ ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული, უბრალოდ ძალიან მაღალია ამ შტამის შესაძლო გავრცელებით ჯანმოს შეშფოთება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შტამი საქართველოში არ დავუშვათ, თუ ამას ვერ ავცდებით, რაც შეიძლება გვიან, როდესაც პანდემიის ძირითად ტალღას დავძლევთ”- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის ახალ შტამთან, “ომიკრონთან” დაკავშირებით.









