ბოლნისის მუნიციპალიტეტი საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებული გახდა

ქალაქ თბილისში საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2021 წლის კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ(NALAG) გამარჯვებული მუნიციპალიტეტები 8 ნომინაციაში გამოავლინა.

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2021 წლის კონკურსში გამარჯვება ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის პროგრამები საუკეთესოდ ორ ნომინაციაში დასახელდა.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, „ბოლნისის საზოგადოებრივი ცენტრის“ მიერ შემუშავებული პროექტი „Sars-Cov 2 ვირუსით გამოწვეული ინფექციის საწინააღმდეგო იმუნიზაციის ხელშეწყობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე” ნომინაციაში „COVID -19 ვაქცინაციის ხელშეწყობა და პოსტ-კოვიდ აღდგენა“ საუკეთესოდ დაასახელა. ვაქცინაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით, „ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“, საქართველოს მასშტაბით პირველი დარეგისტრირდა იმუნიზაციის მიმწოდებელ დაწესებულებად და ცენტრის ბაზაზე შექმნა სამი მობილური ბრიგადა, რომელიც მოთხოვნის შესაბამისად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იმუნიზაციას უზრუნველყოფს.

წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი პროექტი „სათემო ცენტრები ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების მხარდასაჭერად“, NALAG-მ ნომინაციაში „ახალგაზრდების გააქტიურების, მობილიზაციის და ჩართულობის ხელშეწყობა“ გამოარჩია. პროექტის ფრაგლებში, ახალგაზრდების მხარდაჭერის, ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტმა 6 დასახლებულ პუნქტში, მათ შორის ერთნიკური უმცირესობებით დაკომპლექტებულ სოფლებში, სათემო ცენტრები გახსნა.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე, საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის ჯილდოები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა გადასცა.

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია გაეროს განვითარების პროგრამის – ,,ადგილობრივი და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა საქართველოში’’ მხარდაჭერით ახორციელებს.