“ენერგო პრო გორჯია” რუსთავისა და მიმდებარე რაიონების მოსახლეობისთვის 15-მდე ვაკანსიას აცხადებს

“ენერგო პრო გორჯია” რუსთავისა და მიმდებარე რაიონების მოსახლეობისთვის 15-მდე ვაკანსიას აცხადებს. კომპანია კანდიდატებს მაღალი და დაბალი ძაბვის ელექტრიკოსების პოზიციაზე ეძებს. Სასურველია კანდიდატები უმაღლესი ენერგეტიკული ან პროფესიული სასწავლებლების კურსდამტავრებულები იყვნენ.

კომპანიის ეიჩარის ინფორმაციით, სტაჟირებისთვის განიხილებიან, ელექტროინჟინრული მიმართულების მოქმედი სტუდენტებიც, რომელთაც კომპანიის მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ.

კომპანიაში ამბობენ, რომ  კანდიდატები ინდივიდუალურად, პროფესიული ტესტირების შედეგად შეირჩევიან.  სამუშაო გრაფიკი შესაძლებელია იყოს როგორც ყოველდღიური, ასევე მორიგეობით. ენერგო-პრო ჯორჯია კანდიდატებს  პოზიციისთვის შესაბამის მიმზიდველ ანაზღაურებას სთავაზობს.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, პირს შეუძლია დარეკოს  ნომერზე 577-35-18-19 , ან ეწვიონ ენერგო-პრო ჯორჯიას ვებ და ფეისბუქ გვერდებს.