“იდეების კონკურსში” განაცხადების მიღება დასრულდა. რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრში სულ შვიდი განაცხადი შევიდა.
ეკოლოგია, არაფორმალური განათლება და ახალგაზრდული პროგრამები – კონკურსანტებმა ინიციატივები ამ მიმართულებით წარადგინეს.
პროექტში გამარჯვებული მიმდინარე წლის ბოლომდე გამოვლინდება. პროექტი 2022 წელს განხორციელდება.
ცენტრმა კონკურსი ნოემბრის თვეში გამოაცხადა.