ქვემო ქართლის რეგიონში არსებულ კვების ობიექტებში შრომის ინსპექციას კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის არცერთი ბიზნესუბიექტი არ დაუჯარიმებია. როგორც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტში TV4-ს განუცხადეს, რეგიონში მწვანე პარპორტებთან დაკავშირებული დარღვევები არ დაფიქსირებულა.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსის, მაია მიქაიას განცხადებით, დეპარტამენტი მონიტორინგს და კონტროლს აგრძელებს.
ცნობიერების ამაღლების მიზნით, მიმდიანრეობს საინფორმაციო კამპანიაც, რომელსაც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი, სხვა სამსახურებთან ერთად ახორციელებს.