კორონავირუსი: 1 296 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 45 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  ბოლო 24 საათში 4 127 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 45 პაციენტი. რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში  85 პირს დაუდასტურდა კორონავირუსი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 22 001 ტესტი, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური 5,89%, ბოლო 14 დღის 6,93%, შვიდი დღის 6,39%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 910 456 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 863 076 გამოჯანმრთელდა, 13 116 კი, გარდაიცვალა.

გუშინ, 19 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 319 პაციენტი, 47 კი გარდაიცვალა.