მარტყოფში კაცმა ცოლი დაჭრა, შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მამაკაცმა ქალს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყება. გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი დაჭრა, რის შემდეგაც თვითდაზიანებები მიიყენა. გარდაცვლილია მამაკაცი.

როგორც TV4-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.