“მოდუსის” დირექტორად ნინო ქავთარაძე დაინიშნა [ვიდეო]

კოლეჯის “მოდუსი” დირექტორის პოზიციაზე ნინო ქავთარაძე დაინიშნა. კოლეჯის ახალი ხელმძღვანელი დღეს წარადგინეს.

ღონისძიებას “მოდუსის” ლექტორები და სტუდენტები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წარდგენის ღონისძიებას დაესწრო რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რომელმაც ახალ დირექტორს საქმიანობაში წარმატება უსურვა და სამომავლო თანამშრომლობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.