კომპანია “ნეთფლიქსმა” დაადასტურა, რომ ნონა გაფრინდაშვილის შესახებ სერიალ „ლაზიერი გამბიტში“ გაჟღერებული ინფორმაცია მცდარია. ამის შესახებ აშშ-ს სასამართლოში სერიალის სცენარის ავტორმა და რეჟისორმა, ფრენკ სკოტმა ისაუბრა.
მისი თქმით, გაფრინდაშვილის შესახებ ფაქტების შეცვლა სერიალის გამძაფრებისთვის და დრამატიზირებისთვის გახდა საჭირო. ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, “ნეთფლიქსმა” სამართალწარმოების დროებით შეწყვეტა ითხოვა.
ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ამერიკულ კომპანია ‘ნეთფლიქსს” კალიფორნიის სასამართლოში უჩივის. საქმე სერიალ „ლაზიერის გამბიტს“ ეხება, სადაც გაფრინდაშვილი რუს მოჭადრაკედ არის წარმოჩენილი. დავის ერთ-ერთი საგანი კიდევ ერთი გარემოებაა, სადაც ნახსენებია, რომ გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია.
სამართლებრივი დავის დაწყებამდე მოჭადრაკემ კომპანიას შეგნებული ტყუილის აღიარების მოთხოვნით არაერთხელ მიმართა, თუმცა „ნეთფლიქსმა“ მოთხოვნა არ გაითვალისწინა.
ქართველი მოჭადრაკე მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 5 მილიონ დოლარს ითხოვს.
კალიფორნიის სასამართლომ ნონა გაფრინდაშილის საჩივარი განხილვაშi უკვე მიიღო. ვის სასარგებლოდ გადაწყდება რეზონანსული დავა, აშშ-ს სასამართლო გადაწაყვეტს.
“ნეთფლიქსმა” იშუამდგომლა ამ ეტაპზე სამართალწარმოების შეწყვეტა. ესეც მისი უფლებაა, ამ უფლებას იყენებენ ხოლმე როდესაც სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლების დაცვის შესაძლებლობით. რუსთან დაკავშირებით “ნეთფლიქსმა”, თუმცა სცენარისტმა დაადასტურა, რომ მან იცოდა, რომ ნონა იყო საბჭოთა ცნობილი მოჭადრაკე, მაგრამ ამერიკული აღქმები გამოიყენა , საბჭოთას რუსს ეძახდნენ და ამიტომ მოიხსენია იგი რუსად. ჩვენ მოვითხოვეთ ფრენკ სკოტის დაკითხვა, კასპაროვის დაკითხვაც, სხვათა შორის. “ნეთფლიქსი” დაგვთანხმდა ფრენკ სკოტის დაკითხვაზე. ძალიან აირია ფრენკ სკოტი, უმრავლეს კითხვებზე იძლეოდა პასუხს “არ ვიცი”, “არ მახსოვს” . “ნეთფლიქსმა” იცოდა სიმართლე, თუმცა განგებ შეცვალა ეს სიმართლე” – თქვა გაფრინდაშვილის ადვოკატმა.









