რა მისწერა “გავიგუდემ” გარემოს დაცვის მინისტრს

ორგანიზაციამ “გავიგუდეთ” სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრს წერილი გაუგზავნა.  როგორც ორგანიზაციის წერილშია ნათქვამი, ლევან დავითაშვილის დაპირების აღსრულებამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება და ორგანიზაციას მინისტრთან კითხვები აქვს.

ცნობისთვის, ლევან დავითაშვილმა რუსთავში ბოლო ვიზიტის დროს განცხადება გააკეთა და თქვა, რომ სამინისტროს მხრიდან ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება და ის საწარმოები, რომლებიც კანონს არ დაემორჩილებიან, უკიდურესი ზომების წინაშე აღმოჩნებიან.

„2022 წლის იანვრიდან, ეს იქნება ალბათ გარკვეული ზომიერი ვადა, რომ საწარმოები, რომლებიც არ იქნებიან ნორმებთან შესაბამისობაში, უკიდურესი ზომების წინაშე აღმოჩნდებიან“.- თქვა ლევან დავითაშვილმა რუსთავში.

წერილის ასლი ორგანიზაციამ რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძესაც გაუგზავნა.