რუსთავის ბაღებში ზამთრის არდადეგები დაიწყო. Ქალაქის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ სააღმზრდელო დაწესებულებებში არდადეგები დღეიდან დაიწყო და 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.რაც შეეხება სკოლებს, როგორც TV4-ს რუსთავის საგანმანათლებლო რესურცენტრში განუცხადეს, საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში არდადეგები 29 დეკემბრიდან დაიწყება.
Რადგან 16 იანვარი უქმე დღეა, სკოლებსა და ბაღებში სწავლა 17 იანვარს განახლდება.