რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსებში სადეზინფექციო სითხის დისპენსერები დამონტაჟდა

კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსებში სადეზინფექციო სითხის დისპენსერები დამონტაჟდა.

ნებისმიერ მგზავრს საშუალება ექნება, მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებისას ისარგებლოს დისპენსერით.

კოვიდრეგულაციების დაცვით, სატრანსპორტო საშუალებები ყოველდღიურად მუშავდება სპეციალური ხსნარებით.

სამედიცინო შემოწმება რეგულარულად უტარდება ხაზზე მომუშავე თითოეულ მძღოლს.