რუსთავის ცენტრალურ მოედანზე მთავარი საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟის სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების “რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლები ასრულებენ. სამსახურში აცხადებენ, რომ სამუშაოები ხვალ უნდა დასრულდეს.
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო ქალაქში, სხვადსხვა ქუჩებზეც. გუშინ “რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლებმა საახალწლო განათებები დაამონტაჟეს ქალაქის მუნიციპალური თეატრის უკან არსებულ ახლადრეაბილიტირებულ სკვერში. ასევე, საახალწლო განათებები განთავსდა რუსთავის შემოსასვლელიდან, გზის გამყოფ შუა ზოლზე, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დამაკავშირებელ ხიდზე, მეგობრობისა და კოსტავას გამზირებზე.