რუსთავში კოვიდვაქცინით სამიზნე აუდიტორიის 51,9%-ია აცრილი

ბოლო ერთ კვირის განმავლობაში, ქვემო ქართლის რეგიონში ჯამში 1 315 შემთხვევაა დადასტურებული. ამავე პერიოდში სულ 19 485 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელი რეგიონში 6,7%-ია.

რაც შეეხება რუსთავს, ერთ კვირაში ქალაქში 765 დადებითი შემთხვევაა გამოვლენილი, თუმცა ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, სტატისტიკაში მცირე კლება შეინიშნება.

გრძელდება იმუნიზაციის პროცესიც, ქვემო ქართლში 1 დოზით აცრილია 77 772  მოქალაქე, სრულად 2 დოზით ვაქცინირებული კი 61 726 პირია, რაც სამიზნე აუდიტორიის (60%) 30,87%-ს შეადგენს.

რაც შეეხება რუსთავს, კოვიდვაქცინის 1 დოზით აიცრა –35 863 პირი,  ვაქცინის ორი დოზა გაკეთებული აქვს 30 873 მოქალაქეს, რაც  სამიზნე აუდიტორიის (60 %)  51,9% -ს შეადგენს.

ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ქვემო ქართლში 60 წლის ზემოთ ასაკის  პირებიდან აცრილია სულ 24 056, 8 ნოემბრის შემდეგ აიცრა 7 627 ხანდაზმული, აქედან ბოლო კვირაში 2 017-მა გაიკეთა ვაქცინა.