ქვემო ქართლში სამიზნე აუდიტორიის (60%) 31,8% სრულად ვაქცინირებულია, რუსთავში 52,5%

ბოლო კვირის განმავლობაში ქვემო ქართლის რეგიონში 19 000-მდე ტესტი ჩატარდა და კორონავირუსის 960 დადებითი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო შვიდი დღის დადებითობის მაჩვენებელი რეგიონში 5,1%-ს შეადგენს.

რაც შეეხება დღევანდელ სტატისტიკას, მხარეში 85 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 21 რუსთავში დადასტურდა.

ქალაქის კვირის სტატისტიკა კი ასეთია-  რუსთავში კოვიდვირუსის 450-ზე მეტი ახალი შემთხვევა აღირიცხა.

ქვემო ქართლში სამიზნე აუდიტორიის (60%) 31,8% სრულად ვაქცინირებულია. ბუსტერ დოზით რეგიონში 1 214 ადამიანი აიცრა.

რუსთავში ერთი დოზით 35 976 მოქალაქე აიცრა, სრულად ვაქცინირებულია 31 235 პირი.ქალაქში სამიზნე აუდიტორიის 52,5%-მა გაიკეთა კოვიდვაქცინა, ხოლო ე.წ. ბუსტერ დოზა 850 რუსთაველმა.

ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზარდა 60 წელს ზევით ასაკის პირებში. ადგილობრივი ჯანდაცვის ცეტნრის ცნობით, რეგიონში 60 წელს ზევით ასაკის 25 305 ადამიანი აიცრა, ბოლო კვირაში კი 1 540-მა პენსიონერმა გაიკეთა კოვიდვაქცინა.