ქვემო ქართლში ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა შედარებით შემცირდა

ქვემო ქართლის რეგიონში ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა შედარებით შემცირებულია, – ამის შესახებ TV4-ს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის კოორდინატორმა, თეა ბაკაშვილმა განუცხადა. 

მისივე ცნობით, რეგიონის მუნიციპალიტეტებში კოვიდინფიცირებულებისთვის თავისუფალი საწოლები არის და მხარეში საწოლფონდის რესურსი ამ დროისთვის არსებობს. 

როგორც თეა ბაკაშვილმა აღნიშნა,  რეგიონში ჯამში არსებული 580 საწოლიდან, 150 თავისუფალია, ხოლო დანარჩენი დატვირთული. 

რაც შეეხება რუსთავს, ქვემო ქართლში არსებული რესურსებიდან,  100 საწოლი თავისუფალი რუსთავშია.  ყველაზე დატვირთული ჰოსპიტალური სექტორი ამ დროისთვის მარნეულის მუნიციპალიტეტშია.