ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის უფროსად ლაშა ბუსხრიკიძე დაინიშნა. ინფორმაცია TV4-ს რუსთავის მერიაში დაუდასტურეს.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ლაშა ბუსხრიკიძე წარდგენილი იყო საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატად. იურიდიული განათლებით, არის სხვადასხვა სასწავლო კურსისა და პროექტის მონაწილე, საქართველოს
პოლიტიკის ინსტიტუტის მომავალ ლიდერთა სკოლის
კურსდამთავრებული. მუშაობდა მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებში, ასევე იყო
კერძო კომპანიების წარმომადგენელი ქვემო ქართლში. მუშაობდა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში, საუბნო მუნიციპალური სერვისცენტრის წამყვან სპეციალისტად. იყო ქალაქის მერის წარმომადგენელი დავით აღმაშენებლის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში.