აზოტის პროფკავშირების წევრების საინფორმაციო კამპანია “ღია ოფისი” გრძელდება [ვიდეო]

აზოტის პროფკავშირის კომიტეტის წევრები აგრძელებენ საინფორმაციო კამპანიას  ,,ღია ოფისი”, რომლის მიზანი დასაქმებულთა ინფორმირებაა.

 

რუსთავის აზოტის ერთ-ერთ  შესასვლელთან კომიტეტის წევრებმა საინფორმაციო ბუკლეტები  დაარიგეს და “აზოტელებს” კომიტეტის საქმიანობა გააცნეს.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოეწყო ფოტო-გამოფენაც, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წელს გამართული აქციების ფოტოები გამოფინეს.