ალექსანდრე ბარავკოვმა პროფკავშირების წარმომადგენლებს უჩივლა

რუსთავის სამშობიარო სახლის დირექტორმა, ალექსანდრე ბარავკოვმა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეს, ლავრენტი ალანიას და მეტალურგთა, მეშახტე-ქიმიკოსთა პროფკავშირების დარგის რუსთავის ოფისის წარმომადგენელს გიორგი ტყემალაძეს საამართლოში უჩივლა.

როგორც ტყემალაძე სოციალურ ქსელში წერს, ალექსანდრე ბარავკოვმა სასამართლოს საჩვრით მიმართა და მორალური ზიანისთვისთვის თანხას ითხოვს.

“კაცს რომელსაც თავისთან დასაქმებულებთან ერთი წლის სახელფასო დავალიანება 626 640 ლარი აქვს. თურმე მე და ლავრენტი ალანიამ ღირსება შევულახეთ და სასამართლოს მიმართა საჩივრით. ითხოვს მორალური ზიანისთვის თითოელისგან 500 000 ლარს. ესე იგი 1 000 000 ლარს. ღირსების შელახვად არ მიაჩნია ის რომ უხელფასოდ ამუშავებდა დასაქმებულებს.შევხვედრამდე ბატონო საშა სასამართლოზე

საქართველოს პროფკავშირი

მედიცინის პროფკავშირი

პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა – Youth GTUC”-წერს წარმომადგენელი, გიორგი ტყემალაძე.