ახალგაზრდობის პარკში მოწყობილ საახალწლო სოფელში კონცერტი გაიმართა [ვიდეო]

რუსთავის ახალგაზრდობის პარკმა წინასაახალწლო ღონისძიებებს უმასპინძლა.

ახლადრეაბილიტირებულ პარკში მოწყობილ საახალწლო სოფელში, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, კონცერტი გაიმართა. მუსიკალური ნომრები რუსთავის მესამე სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს.

საღამოს 18:00 საათიდან, ღონისძიებები საზოგადოება “რუსთაველების” ორგანიზებითა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით,  Reggaeon-ის და Goofy Land-ის კონცერტით გაგრძელდა.