ბოლნისის მერმა „განთიადის“ ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა [ვიდეო]

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრის „განთიადის“ ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს მუნიციპალიტეტის მიერ მომზადებული საახალწლო საჩუქრები გადასცეს,  მათ ასევე ცენტრის მიერ მომზადებული საახალწლო ნობათებიც მიიღეს.

დღის ცენტრის ბენეფიციარები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს საახალწლო ღონისძიებით დახვდნენ, ღონისძიებაზე ასევე ცენტრის აღსაზრდელების მიერ მომზადებული ხელნაკეთი ნივთებიც იყო გამოფენილი.

საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრი „განთიადი“ ქალაქ ბოლნისში 2009 წლიდან ფუნქციონირებს. დღის ცენტრი სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს მათზე მორგებულ სხვადასხვა სერვისს სთავაზობს.