„განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბოლნისის ცენტრალური ქუჩის ერთ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
კერძოდ, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის, 104-დან 110-ის ნომრის ჩათვლით მონაკვეთზე მდებარე შენობების ფასადის ქვა-ბამბის მასალით შეფუთვა ხორციელდება, რაც სახლების ენერგოეფექტურობას განაპირობებს.
პროექტი ფასადების შეღებვასა და სახლების სახურავების შეცვლასაც ითვალისწინებს.
„განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, კულტურის სახლის წინ მდებარე სკვერი კეთილმოეწყობა. სკვერში უკვე დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის გარე განათებები და ახალი საბავშვო ატრაქციონი. მიმდინარე სამუშაოებს ბოლნისის მერი ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში ბოლნისის მერიის წინ მდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაცაა დაგეგმილი.









