ბოლო 24 საათში კორონავირუსით 71 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. რაც შეეხება რეგიონს, 30 ახალი შემთხვევა დადასტურდა რეგიონში.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 193 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 71 პაციენტი.

ამასთან, 26 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 661 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 841 პაციენტი, გარდაიცვალა 69.