სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი “გავიგუდეთ” რუსთავში, ჰაერის დაბინძურების დღევანდელ მაჩვენებელს აქვეყნებს.
როგორც ჯგუფის ფეისბუქ გვერდზე წერია, ტრანსასაზღვრო დაბინძურების დროსაც კი რუსთავში თბილისზე 4-ჯერ მეტად არის დაბინძურებული ჰაერი.
“დიახ, ვიცით, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურებაა, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურების დროსაც კი თბილისზე 4-ჯერ და 5-ჯერ უარესი ჰაერი გვაქვს.
ამ წუთისთვის PM10 არის 272 მკგ/მ3 (დასაშვები ნორმა 50)
PM2.5 კი 196 მკგ/მ3 (დასაშვები ნორმა 25)
აქედან რამდენია ტრანსსასაზღვროს ბრალი?
მოსახლეობა გვირეკავს და გვწერს, რამე გვიშველეთო.
საქართველოს მთავრობა, რა ვუპასუხოთ?”- წერს “გავიგუდეთ”.









