დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში „ომიკრონის“ 51 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, რამდენიმე ათეული საეჭვო შემთხვევეის კვლევა კი მიმდინარეობს.
„18 წლამდე ასაკის ხუთი ბავშვია, აქედან ერთი არის სტაციონარში, მაგრამ მას აქვს ძირითადი, სხვა დაავადება, ამის გამოა სტაციონარში და არა „ომიკრონით“ ინფიცირების გამო.„ომიკრონის“ გავრცელების გამო საფრთხეები ნამდვილად არის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ორშაბათიდან ყოველკვირეულ ანგარიშს გამოაქვეყნებს იმის თაობაზე, რა წილი აქვს „ომიკრონს“ ქვეყანაში სხვადასხვა შტამის ცირკულაციაში. პირველი ესეთი ნედლი გაანგარიშება გაკეთდა პარასკევს და „ომიკრონის“ დადებითობის წილი საერთო დადებითებში დაანგარიშებული იქნა როგორც 0,6-0,7 %. ვნახავთ, ამ წილის როგორი ზრდა იქნება ერთი კვირის შემდეგ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს.