გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის დონაციის აქცია ჩატარდა [ვიდეო]

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის დონაციის აქცია ჩატარდა. აქციაში ჩაერთვნენ და უანგაროდ გაიღეს სისხლი მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა.

როგორც სისხლის ბანკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, კოვიდპანდემიის პირობებში, სისხლის ბანკებში მიმართვიანობა შემცირდა, რამაც სისხლის დეფიციტი გამოიწვია.

სისხლის ბანკის წარმომადგენლები მოსახლეობას სისხლის გაღებისკენ მოუწოდებენ.