გარდაბნის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება[ვიდეო]

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება.  მასობრივი იმუნიზაციის პროექტის ფარგლებში, გარდაბნის “ჯეო ჰოსპიტალსში” ამჯერად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, იმ ადამიანებმა გაიკეთეს, რომლებიც საკუთარი ძალებით გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ, მათ შორის მოხუცებულებმა  და  სოციალურად დაუცველმა პირებმა.

გარდაბნის მერიამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური ტრანსპორტი გამოყო, რომლითაც ვაქცინის გაკეთების მსურველების ტრანსპორტირება უზრუნველყვეს.გარდაბანში იმუნიზაციის პროცესი “ჰეო ჰოსპიტალსში” მიმდინარეობს.