3 დეკემბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა, მეხუთე მოწვევის საკრებულომ, პირველი სხდომა გამართა.
სხდომა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ნოდარ ბერუაშვილმა გახსნა, რომელმაც წარმოადგინა 2 ოქტომბრის არჩევნების მონაცემები და შემაჯამებელი ოქმი. ამის შემდეგ საკრებულოს სხდომას უხუცესი დეპუტატი ზურაბ კოროხაშვილი წარუძღვა და დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის წევრებს.
რაც შეეხება ქვემო ქართლის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებს – რუსთავსა და დმანისში საკრებულოს თავმჯდომარეები ვერ აირჩიეს. ბოლნისში საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი გახდა, თეთრიწყაროში გოჩა თედორაძე, წალკაში ირაკლი გიგინეიშვილი, მარნეულში კი ამირან გიორგაძე.