საქართველოს პარლამენტის წევრს ბოლნისის,დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარს , გოგი მეშველიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა.
დეპუტატი Facebook-ზე წერს რომ, იგი თავს კარგად გრძნობს, გადის მკურნალობის შესაბამის კურსს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.
„მეგობრებო , დამიდასტურდა კოვიდ-19
ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ და გავდივარ შესაბამისი მკურნალობის კურსს, მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განვაგრძობ და მალე დაგიბრუნდებით.“ – წერს გოგი მეშველიანი









