კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, რუსთავში 3 სკოლა დაიკეტა. ქალაქში ამ დროისთვის დისტანციურ სწავლებაზე გადასულია 63 კლასი. როგორც რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ როგორც მოსწავლეებს, ისე პედაგოგებს.
რაც შეეხება ზამთრის არდადეგებს, საქართველოს ყველა სკოლაში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, რითაც დასრულდება სასწავლო წლის პირველი და დაიწყება მეორე სასწავლო სემესტრი.