ზუგდიდში მანქანა აფთიაქში შევარდა

ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩაზე, გამსახურდიას გამზირზე, ჯიპის მარკის ავტომობილი აფთიაქში შევარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მძღოლი ავტომობილს აპარკინგებდა, თუმცა ცუდად გახდა და დამუხრუჭება ვერ მოახერხა. შედეგად არავინ დაშავებულა.

ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები არიან მობილიზებული.

ავტომანქანის მძღოლი, რომელიც თავს შეუძლოდ გრძნობდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.