“იდეების კონკურსში” განაცხადების მიღება დასრულდა

“იდეების კონკურსში” განაცხადების მიღება დასრულდა. რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრში სულ შვიდი განაცხადი შევიდა.

ეკოლოგია, არაფორმალური განათლება და ახალგაზრდული პროგრამები  – კონკურსანტებმა ინიციატივები ამ მიმართულებით წარადგინეს.

პროექტში გამარჯვებული მიმდინარე წლის  ბოლომდე გამოვლინდება. პროექტი 2022 წელს განხორციელდება.

ცენტრმა კონკურსი ნოემბრის თვეში გამოაცხადა.