ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელებაც 2022 წელს ქვემო ქართლში დაიგეგმა[ვიდეო]

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით, პირველი სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას რეგიონის მუნიციპალიტეტების პირველი პირები ესწრებოდნენ. სხდომაზე დაამტკიცეს ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელებაც 2022 წელს რეგიონის მუნიციპალიტეტებში იგეგმება.

რუსთავი

  • მე-8 მიკრორაიონში და მე-18 და მე-19 მიკრორაიონებს შორის არსებული სკვერების მოწყობა – სამუშაოები უკვე დაწყებულია.
  • კლდიაშვილის ქუჩაზე არსებულის სკვერის რეაბილიტაცია და მედიათეკის მშენებლობა;
  • მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია;
  • ჯავახიშვილილის ქუჩა N1, ნესტორ გიორგაძის N2, თბილისის ქუჩა N26-ის კორპუსები გამაგრება-რეაბილიტაცია და ჩაპაევის N5, რჩეულიშვილის N2 სახლების ფასადების რეაბილიტაცია;
  • 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვის და შევჩენკოს ქუჩების გზის ტროტუარების და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია;
  • ნეკრასოვისა და სამშვილდის ქუჩებზე ასფალტის ბეტონის მოწყობა;
  • ჰამლეტ გონაშვილის, გოგი დოლიძის, ჩოხელის ქუჩის მიმდებარედ გზის მოწყობა;
  • სამგორის ქუჩაზე გზის საფარის მოწყობა და მცხეთის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა;

გარდაბანი

  • სოფელ მარტყოფში, სართიჭალაში, თელეთში, კრწანისში და კუმისში შიდა გზების რეაბილიტაცია;
  • სოფელ მარტყოფში, ნორიშო და ლემშვენიერაში სპორტული დარბაზის მშენელობა-რეაბილიტაცია;

მარნეული

  • სოფელ გიულბახში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა;
  • სოფელი საბირქენდი, კაჩაგანი, კაპანახჩი, თამარისი, შაუმიანი, ალგეთი, ბეგლიარი, მარადისი, ახლომახმუდლო, ენიქენდი, ხოხმელი, ოფრეთი,  სეიდგოჯალო, ხინჯიგაზლო – შიდა გზების რეაბილიტაცია-მოასფალტება;

ბოლნისი

  • სოფელ რატევანში შიდა გზების მოწყობა – სამუშაოები უკვე დაწყებულია;
  • სოფელ ქვემო არქევანიდან სოფელ ხატავეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები;
  • სოფელ ვანათში და ხატისოფლში შიდა გზების მოწყობა;
  • ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში არსებული მინი სტადიონის რეაბილიტაცია;
  • ქალაქ ბოლნისში ცენტრალურ ქუჩაზე გარე განათებების რეაბილიტაცია;
  • ქალაქ ბოლნისში 12 კორპუსის ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები;
  • სოფელ მუშევანში შიდა გზის მოწყობის მე-4 ეტაპის სამუშაოები;
  • ათონის ქუჩაზე სკვერის მოწყობის და არსებული სტადიონის რეაბილიტაცია;

დმანისი

  • სოფ. სარკინეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და ქალაქ დმანისში N3 ბაღის რეაბილიტაცია;
  • ქალაქ დმანისში შიდა გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა;
  • სოფ. გომარეთის შიდა ქუჩების რეაბილიტაცია;
  • სოფ. მთისძირში არსებული რეზერვუარიდან სოფ. ბაზაქლომდე მაგისტრალური მილსადენის მოწყობა და რეზერვუარის მშენებლობა;
  • მთის ფონდის დაფინანსებით კი სოფელ მაშავერაში რიტუალების სახლიდან სკოლამდე გზის მოწყობა იგეგმება.

თეთრიწყარო

  • ქალაქ თეთრიწყაროაში აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ არსებული სკვერის მოწყობა;
  • სოფელ გოლთეთის გზის რეაბილიტაცია;
  • ქალაქ თეთრიწყაროში რუსთაველის N12 კორპუსის რეაბილიტაცია და გადახურვა;
  • დაბა მანგლისში იოანე მანგლელის ქუჩის რეაბილიტაცია;
  • სოფელი დიდი და პატარა ირაგაში და სოფელ ჯიგრაშენში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;
  • სოფელ ჯორჯიაშვილის სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწყობა;
  • მთის ფონდიდან კი სოფელ ორბეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება.

წალკა

  • ქალაქ წალკის ქუჩების მოასფალტება;
  • სოფ. ბარეთი-არსარვანის დამაკავშირებელი გზის მოასფალტება;
  • სოფ. კოხტა-ხარაბას დამაკავშირებელი გზის მოასფალტება;
  • სოფ ნარდევანი-დამაკავშირებელი და ასევე, ახალშენი ჩივთკილისის დამაკავშირებელი გზების მოწყობა;
  • მთის ფონდიდან კი ქალაქ წალკის ქუჩების რეაბილიტაცია იგეგმება;