კოლეჯ “მოდუსის” დირექტორმა, პავლე თვალიაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია TV4-ს თვალიაშვილმა დაუდასტურა.
მისი თქმით, საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს.
პროფესიული კოლეჯის “მოდუსი” დირექტორის თანამდებობას, სავარაუდოდ, ნინო ქავთარაძე დაიკავებს.
როგორც ქავთარაძემ TV4-ს განუცხადა, განათლების სამინისტროში გასაუბრების ეტაპი გაიარა და მისი კანდიდატურა განიხილება, თუმცა ოფიციალური ბრძანება ჯერ არ მიუღია.
TV4-ის ინფორმაციით, ბრძანება, სავარაუდოდ, ხვალ იქნება.