კორონავირუსით 51 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 2 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 331 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 51 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 39 036 ტესტი, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,37%, ბოლო 14 დღის – 5,57%, ბოლო შვიდი დღის – 5,15%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 932 641 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 893 064 გამოჯანმრთელდა, 13 758 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 505 996 აცრა, დღიურად აცრილია 8 615.