კორონავირუსის სტატისტიკა დღეს

საქართველოში კორონავირუსის 2 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 966 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 63 პაციენტი. რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში კოვიდვირუსი 110 ადამიანს დაუდასტურდა.

stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 42 772 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,26%, ბოლო 14 დღის – 5,74%, ბოლო შვიდი დღის – 5,02%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 928 030 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 888 022 გამოჯანმრთელდა, 13 646 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 481 500 აცრა, დღიურად აცრილია 13 377.