საქართველოში კორონავირუსის 3 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 24 საათში 4 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 48 898 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,34%, ბოლო 14 დღის – 7,39%, ბოლო შვიდი დღის – 6,86%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 901 202 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 849 090 გამოჯანმრთელდა, 12 918 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 349 643 აცრა, დღიურად აცრილია 11 161.