კორონავირუსი: საქართველო 2 164 ახალი შემთხვევა, ქვემო ქართლი 89

საქართველოში კორონავირუსის 2 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში 89 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 767 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 68 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 43 437 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 25 020, „პისიარ“-ტესტით – 18 417.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,98%, ბოლო 14 დღის – 6,43%, ბოლო 7 დღის – 5,94%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 918 641 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 873 178 გამოჯანმრთელდა, 13 289 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 428 334 აცრა, დღიურად აცრილია 12 351.