კორონავირუსი: საქართველო 3 731, ქვემო ქართლი 196

საქართველოში კორონავირუსის 3 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 4 295 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 72 პაციენტი. რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში ვირუსის 196 შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 626 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,37%, ბოლო 14 დღის – 8,78%, ბოლო შვიდი დღის – 8,53%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 853 833 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 796 453 გამოჯანმრთელდა, 12 191 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 197 838 აცრა, დღიურად აცრილია 11 099.