კორონავირუსი: საქართველო 1 527, ქვემო ქართლი 71

საქართველოში კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება რეგიონს,  ქვემო ქართლში კოვიდვირუსი  71 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო 24 საათში 4 588 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  კორონავირუსით გარდაიცვალა 46 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 21 264 ტესტი, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,18%, ბოლო 14 დღის – 7,8%, ბოლო 7 დღის – 7,45%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 890 813 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 837 263 გამოჯანმრთელდა, 12 777 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 311 840 აცრა, დღიურად აცრილია 2 500.