საქართველოში კორონავირუსის 2 979 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან ქვემო ქართლში 135 ფიქსირდება.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 470 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 47 937 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,21%, ბოლო 14 დღის – 7,26%, ბოლო შვიდი დღის – 6,76%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 904 181 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 852 560 გამოჯანმრთელდა, 12 971 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 361 557 აცრა, დღიურად აცრილია 10 505.









