საქართველოში კორონავირუსის 2 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან ქვემო ქართლში 137 ფიქსირდება.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 070 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 51 054 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური 5.45%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.11%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.67%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 906 965 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 854 630 გამოჯანმრთელდა, 13 024 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 372 433 აცრა, დღიურად აცრილია 9 398.









