მეგობრობის პროექტი – სამუშაოების მიმდინარეობას ხელისუფლების წარმომადგენლები ეცნობიან[ვიდეო]

მეგობრობის რეაბილიტაციის პროექტი – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე, გიორგი ციბაძე  პროგრამის “განახლებული რეგიონები” ფარგლებში რუსთავში, მეგობრობის გამზირის პროექტის სამუშაოების მიმდინარეობას ეცნობა.

მეგობრობის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ხეივნის სრული რეაბილიტაცია მოხდება. გიორგი ციბაძის განცხადებით, ამ ეტაპზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს 12 საცხოვრებელ კორპუსზე, რომელთაგან ცხრა კორპუსის ენერგო ეფექტური კომპონენტები დასრულებულია და მიმდინარეობს უკვე შეღებვითი სამუშაოები.

მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილესთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ მხარისა და ქალაქის პირველი პირები. ადგილზე იმყოფება ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე.