მეგობრობის N42-ში ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი საბურავებს გაუჩნდა. TV4-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები.
ცეცხლი ამ დროისათვის ლოკალიზებულია. როგორც სახანძრო სამაშველოს თანამშრომლებმა ადგილზე TV4-ს განუცხადეს, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.










