მე-7 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

რუსთავში მე-7 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საკრებულოს პირველ სხდომას რუსთავის #20 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გაგა აფციაური ესწრება, რომელმაც 31 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი წაიკითხა და დამსწრეებს რუსთავში ჩატარებული არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ გააცნო.

დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა თავმჯდომარე და მისი მოადგილეები უნდა აირჩიონ. პარტიებმა ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის წევრები აირჩიეს. დღესვე მიიღებენ საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების ცნობას.  წარმომადგენლობითი ორგანო დაამტკიცებს საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობას და განსაზღვრავს პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს.

შეგახსენებთ, რუსთავის მე-7 მოწვევის საკრებულოში “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” 16-16 მანდატით არიან წარმოდგენილები, 3 მანდატი აქვს პარტიას “გახარია -საქართველოსთვის”.